არქივი31 დეკემბერი, 2023, 07:53
ახალი წლის ღამეს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 03:00 საათამდე იმუშავებს
თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებული რეჟიმით იმოძრავებს. მეტრო, ავტობუსები და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს პირველი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება.
რაც შეეხება შობის ღამეს, მეტროპოლიტენით მგზავრთა მომსახურება 6 იანვრის 00:00 საათიდან გახანგრძლივდება 7 იანვრის 03:00 საათამდე და მგზავრთა მომსახურება უფასო იქნება.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.