ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ახალი წლის ღამეს თბილისში მეტროსა და ავტობუსის სამუშაო საათები იზრდება

ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს დედაქალაქში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განრიგი ერთჯერადად იზრდება. თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ, 26 დეკემბერს თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა ამ გადაწყვეტილების შესახებ.
მეტრო 00:00 საათის ნაცვლად ბოლო მგზავრს მიიღებს 03:00 საათზე; ის ავტობუსები, რომლებიც ბოლო სადგურებიდან 23:00 საათისთვის გადიოდნენ, 4 საათის დაგვიანებით დაასრუელებენ მუშაობას; გარდა ამისა, 03:00 საათამდე იმუშავებს რიყე-ნარიყალას საბაგიროც.
თბილისის მერმა იმავე დღეს, ასევე, თქვა, რომ 6 იანვრის ღამეს, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობას აღნიშნავს, მეტრო კვლავ 03:00 საათამდე იმუშავებს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.