არქივი5 იანვარი, 2026, 09:38
ახალი წლის დღეებში დაფიქსირდა ზედოზირების 15 შემთხვევა… სამი პაციენტი კომაშია – ზურაბ სიხარულიძე

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე საზოგადოებას იმ საშიშროების შესახებ აფრთხილებს, რომელიც საქართველოში სავარაუდოდ უკვე შემოვიდა.
მისი თქმით, ახალი წლის დღეებში ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოხვდა კლინიკებში ზედოზირებით.
“მხოლოდ ამ ახალი წლის დღეებში, ჩემთვის ცნობილი ინფორმაციით, დაფიქსირდა ზედოზირების 15 შემთხვევა. სამი პაციენტი უმძიმეს მდგომარეობაშია, კომაში უკვე 10 დღეა. დღეს საბურთალოზე სამი ახალგაზრდა ზედოზირებით კვლავ უმძიმეს მდგომარეობაშია.“ – წერს სიხარულიძე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.