არქივი3 იანვარი, 2024, 08:57
"ახალი წლის დღეები 2024" - საზეიმო ღონისძიებები დღეს, ახალციხეში, გარდაბანში, ყაზბეგში, ხულოსა და წყალტუბოში გაიმართება
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში სადღესასწაულო განწყობაა - მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, "ახალი წლის დღეები" გრძელდება. საზეიმო ღონისძიებები დღეს, ახალციხეში, გარდაბანში, ყაზბეგში, ხულოსა და წყალტუბოში გაიმართება.
წყალტუბოს ცენტრალურ სკვერში, ახალი წლის დღეების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება, ადგილზე მისულ სტუმრებს კი მრავალფეროვანი პროგრამა დახვდებათ.
დღის ბოლოს, ყველა ქალაქში კონცერტი გაიმართება, საზეიმო ღონისძიებები კი რეგიონებში 13 იანვრის ჩათვლით არის დაგეგმილი.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.