ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ახალი ფუნქციონალი - დაამატე და გაყავი საერთო ხარჯები თიბისის მობაილბანკში

ახალი ფუნქციონალი - დაამატე და გაყავი საერთო ხარჯები თიბისის მობაილბანკში

თიბისის მობაილბანკი მორიგ მნიშვნელოვან სიახლეს გთავაზობთ. ახალი ფუნქციონალი - საერთო ხარჯები თქვენს ყოველდღიურობას კიდევ უფრო მეტად გაამარტივებს.

ამიერიდან, აღარ მოგიწევთ ქვითრების გაგზავნა, გაყოფა და მიმატება, თვლაში დროის დაკარგვა და მერე სათითაოდ, ყველა ადამიანთან გადაგზავნა.

“ანგარიში ჩააგდე” - ამ სიტყვებს, მობაილბანკის ახალი ფუნქციონალის დახმარებით, უკვე წარსულს ჩააბარებთ.

მობაილბანკში საერთო ხარჯების სივრცეს შექმნით, მოიწვევთ მეგობრებს და ყოველ ჯერზე, როცა საერთო ხარჯი გექნებათ, ამ სივრცეშივე შეძლებთ მითითებას, გაყოფას და ერთმანეთთან ანგარიშსწორებას. ფუნქციონალი მრავალჯერადი გამოყენებისაა.

მოგზაურობა, ტრანსპორტის ხარჯები, ბარებსა თუ რესტორნებში სტუმრობა და კიდევ უამრავი რამ, რაც თქვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, ახლა უკვე მობაილბანკის საერთო ხარჯებში მოიყრის თავს.

გამოსცადეთ თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალი პროდუქტების გვერდიდან.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.