პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ახალი კანონით, კერძო უნივერსიტეტის სტუდენტი „გრანტს“ ვეღარ მიიღებს

ახალი კანონით, კერძო უნივერსიტეტის სტუდენტი „გრანტს“ ვეღარ მიიღებს

სადავო პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლითაც უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პირობები იცვლება დაფინანსებისა და სწავლის ხანგრძლივობის მიმართულებით. კანონპროექტს კენჭი დღეს, 10 დეკემბერს, უყარეს.
ახალი კანონით:
· უქმდება სახელმწიფო გრანტი და 2026 წლიდან სახელმწიფო დაფინანსებით ისწავლიან მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები - ეს წესი მოქმედ სტუდენტებს არ შეეხებათ;
· უმაღლეს სასწავლებლებში საბაკალავრო პროგრამები ხდება სამწლიანი, სამაგისტრო პროგრამა - ერთწლიანი, სადოქტორო სწავლება კი - სამწლიანი.
2025 წლის ეროვნული გამოცდებისა და გრანტების სტატისტიკა ასეთია:
· 31 704 აბიტურიენტიდან სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
· აქედან - 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1000-ზე მეტმა აპლიკანტმა;
· 70%-იანი - 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა;
· 50%-იანი გრანტი კი - 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
· გრანტი მიიღო კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულმა 2300-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 დეკემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.