ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ახალი თაობის ჰიბრიდული თვითმფრინავი 2030 წელს აფრინდება

ახალი თაობის ჰიბრიდული თვითმფრინავი 2030 წელს აფრინდება

ფრანგულ-იტალიურმა კომპანია ATR-მა, რომელიც ტურბოპროპელერული თვითმფრინავების მწარმოებელია, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კონსორციუმისგან Clean Aviation მიიღო მანდატი, შექმნას პირველი ჰიბრიდულ-ელექტრული რეგიონალური თვითმფრინავი. დაგეგმილია, რომ ის 2030 წლისთვის ცაში აიწევს.
პროექტის მთავარი მიზანია, საავიაციო ინდუსტრიაში ნახშირბადის ემისიების შემცირება. ახალი თვითმფრინავი, რომლის პლატფორმად ATR 72-600 იქნება გამოყენებული, ნახშირბადის დიოქსიდის ემისიას 30%-ით შეამცირებს.
პროექტის ფარგლებში, თვითმფრინავი აღიჭურვება ჰიბრიდული ძრავით, მაღალეფექტური ბატარეებით და შიდაწვის ძრავით, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე (SAF) იმუშავებს.
* მგზავრების ტევადობა: 50-100 ადამიანი
* ფრენის მაქსიმალური მანძილი: 926 კმ-მდე
ეს პროექტი ევროკავშირის მასშტაბურ ინიციატივაში – Ultra-Efficient Regional Aircraft – ჯდება, რომლის მიზანიც 2035 წლიდან ახალი თაობის ეკოლოგიურად სუფთა ლაინერების ექსპლუატაციაში გაშვებაა.
წყარო: avianews.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.