არქივი16 ნოემბერი, 2023, 04:27
ახალი დეტალები 18 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე - დაწყებულია გამოძიება
მკვლელობა დმანისში - სოფელ ჰამამლოში 18 წლის ბიჭი თანასოფლელმა ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ჩხუბი უძღოდა, რაც სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა.
"კურიერი" მოკლულისა და სავარაუდო დამნაშავის სახლში იმყოფებოდა. დაღუპული ახალგაზრდის ოჯახი მკვლელის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
სავარაუდო დამნაშავის სახლში უთანხმოების მიზეზად ფულს ასახელებენ.
ადგილზე სამართალდამცველები გვიანობამდე მუშაობენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.