ახალი დეტალები საფრანგეთში მომხდარი მკვლელობის საქმეში – “კურიერისთვის” ცნობილი ხდება ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ქალის ვინაობა

ახალი დეტალები საფრანგეთში მომხდარი მკვლელობის საქმეში – “კურიერისთვის” ცნობილი ხდება ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ქალის ვინაობა, ის 28 წლის ლანა ხუნწარიაა.
ოჯახი საფრანგეთში გამგზავრებამდე ბათუმში ცხოვრობდა. “კურიერი” მათ საცხოვრებელ მისამართზეც იმყოფებოდა.
როგორც ახლობლები ჰყვებიან, ოჯახი საფრანგეთში 1 წლის წინ, ბავშვის სამკურნალოდ წავიდა, რომელიც ავად იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, 5 შვილის დედამ, ქმარი, მარედ სურმანიძე, სავარაუდოდ, თოკით გაგუდა, რადგან დაღუპულს დაზიანებები კისრის არეში აქვს. ირკვევა, რომ ის გასული წლის აგვისტოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო. შესაბამისი პროცედურები დაიწყო, თუმცა მალევე გაუქმდა, რადგან დაზარალებულმა, საბოლოოდ, ძალადობა უარყო.
წყვილის ხუთივე შვილი თავშესაფარშია გადაყვანილი. დანაშაული ქალაქ ტულონში მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე