ახალი დეტალები კეკელიძის პირველ ნომერში მდებარე ბინასთან დაკავშირებით – ადვოკატ გიორგი სუხიტაშვილის თქმით, საცხოვრებელს ახალი მფლობელი უკვე 6 წელია ჰყავს

კეკელიძის პირველ ნომერში მდებარე ბინასთან დაკავშირებით, საიდანაც გუშინ გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადვოკატი გიორგი სუხიტაშვილი აცხადებს, რომ საცხოვრებელს ახალი მფლობელი უკვე 6 წელია ჰყავს და ის საჯარო აუქციონზე, თავისი დაცვის ქვეშ მყოფმა, დარეჯან დვალმა შეიძინა.
უფლებადამცველის თქმით, დვალმა გადაიხადა წინა მესაკუთრის, მარინე ხატიაშვილის მიერ კერძო იპოთეკარისგან ნასესხები თანხაც.
“იმის გამო, რომ ბინის ყოფილი პატრონი ყოველგვარ მოლაპარაკებაზე სასტიკ უარს გვიცხადებდა, მივმართეთ სასამართლოს მისი გამოსახლებისა და კანონიერი მესაკუთრისთვის სახლის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნით.” – წერს ადვოკატი და ხატიაშვილის მიერ გავრცელებულ არაერთ ყალბ ინფორმაციაზე საუბრობს.
საცხოვრებელი ბინიდან ოჯახის გამოსახლების მიმდინარეობის დროს, გუშინ პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა. მათი ნაწილის სასამართლო პროცესი დღეს შედგება.
ამავე დროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოსახლების დროს სამართალდამცველების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი