ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ახალი გვირაბი ბაგების ხიდიდან მიმავალ ავტომანქანებს ქავთარაძის ქუჩასთან დააკავშირებს

2025 წლის იანვარში იგეგმება გზისა და გვირაბის მშენებლობის დასრულება, რომელიც თბილისში, ბაგების ახალი ხიდიდან მიმავალ ავტომანქანებს პირდაპირ დააკავშირებს ქავთარაძის ქუჩასთან, შავიშვილის ქუჩის გავლით.
„პირველ მონაკვეთზე გვირაბი გაკეთდება, რომელიც შავიშვილის ქუჩას გაივლის და ქავთარაძის ქუჩას დაუკავშირდება“, - თქვა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, რომელიც ახალი პროექტის მშენებლობას გაეცნო. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, გვირაბის მისასვლელ-გამოსასვლელი პანდუსები და ტროტუარებიც მოწყობა.
გვირაბში გათვალისწინებულია ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა, თითო ზოლი, თითო მიმართულებით.
პროექტი დაახლოებით, 12 მილიონი ლარი დაჯდება.
29 მაისს, თბილისში, ბაგებისა და თსუ-ს მაღლივი კორპუსის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის გასწვრივ, საავტომობილო ხიდი გაიხსნა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.