ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ახალი ამბები გიორგი ვაშაძე: ამ სირცხვილს, ჩვენი ხელისუფლების სახით, ზუსტად ერთ თვეში ჩამოვირეცხავთ

ახალი ამბები გიორგი ვაშაძე: ამ სირცხვილს, ჩვენი ხელისუფლების სახით, ზუსტად ერთ თვეში ჩამოვირეცხავთ

უპირველეს ყოვლისა, არა ბოდიშს და კი ღირსებას! კი საქართველოს ერთიანობას, ევროპულ პერსპექტივას, ძალიან ახლოს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი, ოღონდ ეს ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად მოხდება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნების” მიერ პატრიოტების შეურაცხყოფა და მტრებისთვის ბოდიშის მოხდა საქართველოს ღალატი და სირცხვილია, რაც 26 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.
„მერწმუნეთ, საოკუპაციო ხაზს მიღმა, ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, ევროკავშირის პასპორტი, ძლიერ საქართველოში ცხოვრება ენდომება და ამიტომაც ვამბობთ, რომ ძალიან ახლოს ვართ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან. არა ბოდიშს, კი ევროპას, განვითარებას, ტერიტორიულ მთლიანობას და ღირსებას. საქართველო იყო და ყოველთვის იქნება ღირსეულ ადამიანთა ქვეყანა და ამ სირცხვილს, რომელიც ჩვენ ახლა ხელისუფლებაში გვყავს და ჩვენ ყველანი ერთად, ზუსტად ერთ თვეში, 26 ოქტომბერს ჩამოვირეცხავთ, რადგან ამ სირცხვილს, რომელიცსაქართველოს ადანაშაულებს ომის დაწყებაში, უღირსად მოიხსენიებს ჩვენს პატრიოტებს და ბოდიშს უხდის მტერს, აუცილებლად 26 ოქტომბერს ამის გამო მათ გავცემთ პასუხს, როცა „ოცნება” დამარცხდება”, – განაცხადა ვაშაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.