ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ახალი ათონი" შესაძლოა გაიყიდოს | ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტის ფონზე, ბჟანია მოსკოვში წავიდა

საოკუპაციო ძალების მორიგი პროვოკაცია - ადგილობრივები მარიონეტული რეჟიმის ახალ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რის მიხედვითაც შესაძლოა სახელმწიფო აგარაკი "ახალი ათონი" გაიყიდოს. საპროტესტო აქციის დროს ქალაქ ახალი ათონის მცხოვრებთა ჯგუფმა ღობე გაარღვია და აგარაკის ტერიტორიაზე შეიჭრა, თუმცა ფაქტს უარყოფენ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები და ამტკიცებენ რომ ტერიტორიის გაყიდვა არ იგეგმება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციის შემდეგ მარიონეტულმა რეჟიმმა სახელმწიფო აგარაკის დაცვა გააძლიერა.
შეგახსენებთ,რომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაიწყო,როცა დე ფაქტო მთავრობამ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა მოინდომა, სადაც პუტინს საკუთარი რეზიდენციის აშენება სურს.
ადგილობრივების პროტესტის შემდეგ კი ასლან ბჟანია მოსკოვში ჩავიდა

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.