ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ახალდაბის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია - შსს

ახალდაბის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბას მიმდებარედ, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
ცეცხლს 4 სექტემბრის დილიდან სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი აქრობდა. პროცესში ჩართული იყო 150 მეხანძრე-მაშველი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ხანძრის ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და "მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება". ისინის ადგილზე უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.
ხანძარი, რომელმაც დახლოებით 1 ჰა ფართობი მოიცვა, 3 სექტემბერს, სოფელ ახალდაბიდან დაახლოებით 30 კ-ში გაჩნდა. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.