ახალგაზრდებში ფინანსური ცნობიერების ამაღლების მიზნით, “ფულის გლობალური კვირეული” იმართება

ფულის გლობალური კვირეული დაიწყო. ეს არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 170-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და ფინანსური ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. კვირეული 2012 წლიდან იმართება, ხოლო 2014 წლიდან მასში საქართველოცაა ჩართული. პროექტი საქართველოში ეროვნული ბანკის კოორდინირებით ხორციელდება, კი ღონისძიებაში წელსაც მონაწილეობს.
საქართველოს ბანკი მიზნად ისახავს, ახალგაზრდებში ფინანსური განათლებისადმი ინტერესის გაღრმავებას და ეკონომიკის საბაზისო პრინციპებისადმი ცნობიერების ამაღლებას. ამ მიზნით კი ფინანსური ინსტიტუტი არაერთ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორისაა, ბანკის მიერ მოსწავლეებისთვის შექმნილი აპლიკაცია sCoolApp-ი, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში ფინანსურ განათლებას. ასევე, USAID და PH International-თან თანამშრომლობით შექმნილი პროგრამა „ფინანსური განათლება სკოლებში“, ორგანიზაცია GELi-ს ინიციატივით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ორგანიზებული ეკონომიკის ოლიმპიადა, King's-ის ოლიმპიადა ფინანსურ განათლებაზე და ბლოგების სერია, რომელთა შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე.
და მაინც — რა არის ფულის გლობალური კვირეული?
სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები ფინანსური კეთილდღეობისთვის
ფულის გლობალური კვირეულის ორგანიზატორი ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელია (OECD/INFE). პროექტის მთავარი სამიზნე აუდიტორია კი მოზარდები და ახალგაზრდები არიან, მისი მისია ბენეფიციარებისთვის ფინანსური განათლების მიწოდება და მათში შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებაა. ორგანიზატორები ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია, ეს უნარები, დამოკიდებულებები და ქცევები ადრეული ასაკიდანვე გამომუშავდეს, რათა მომავალში ადამიანებმა სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები მიიღონ.