ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ახალგაზრდებს ევროპაში სწავლის სურვილი არ უნდა შეეზღუდოთ – თემურ ჭყონია

ახალგაზრდებს ევროპაში სწავლის სურვილი არ უნდა შეეზღუდოთ – თემურ ჭყონია

ახალგაზრდებს ევროპაში სწავლის სურვილი არ უნდა შეეზღუდოთ, - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ ჟურნალისტებთან განათლების რეფორმის განხილვის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ბავშვს საშუალება უნდა ჰქონდეს აირჩიოს 11 წლიანი სწავლება უნდა, თუ 12 წლიანი.
"თუ 12-წლიანი სწავლება აუცილებელია იმისთვის, რომ ევროპის სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება შეძლონ და თუ ევროკავშირში ინტეგრირება გვინდა - თაობას, რომელსაც იქ სწავლა უნდა ეს არ უნდა შევუზღუდოთ. ვფიქრობ, რომ თავისუფალი არჩევანი უნდა იყოს. 11-წლიანი სწავლება უნდა თუ 12-წლიანი ბავშვმა თვითონ უნდა აირჩიოს. ახლა ჩვენ, რომ 11-წლიანი სწავლება შემოვიღოთ და შემდეგ ბავშვმა გამოსავალი ეძებოს, თუ როგორ მოხვდეს უცხოეთში - ეს არ არის სწორი", - განაცხადა თემურ ჭყონიამ.
ცნობისთვის, მთავრობა განათლების რეფორმას გეგმას. რამდენიმე კვირის წინ გამართულ პრეზენტაციაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ განიხილება სკოლების ნაწილში 11-წლიან სწავლებაზე გადასვლა. მისი თქმით, ამაზე მთავრობა აქტიურად მუშაობს.
წყარო: ბიზნესპარტნიორი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.