პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე

"ლელომ" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელთან, გიორგი მერებაშვილთან, რომელიც ამჟამად პოლონეთის რანგით მეორე ლიგის კლუბ "პოდბესკიძიეში" ასპარეზობს. მერებაშვილმა არაერთ მნიშვნელოვან და საინტერესო თემაზე ისაუბრა.
- გიორგი, თქვენს ამჟამინდელი საქმიანობაზე გვითხარით. თამაშობთ თუ მხოლოდ მწვრთნელობაზე გადაერთეთ?

- "პოდბესკიჯიეს" მთავარ გუნდში ფეხბურთელად დავბრუნდი და ამის გამო, მწვრთნელად ფიზიკურად ვეღარ ვიმუშავებ.
- ანუ გუნდს "პოდბესკიჯიე" ქვია?

- დიახ...
- ამ სახელმა ქართული მედია დატანჯა, ხან "პოდბესკიეს" წერენ, ხან - "პოდბესკიძიეს"... რა ვარიანტი არ შემხვედრია... კარგი. 17 -წლამდელებში მწვრთნელის ასისტენტად რამდენი ხანი მუშაობდით?

- 4 თვე, თან მეორე გუნდში ვთამაშობდი, მაგრამ პირველი წრე რომ დამთავრდა, ახალი მწვრთნელი მოვიდა, რომელიც ექსტრაკლასაში მუშაობდა და პლოცის "ვისლადან" მიცნობდა, შესვენებამდე სამი ტურით პირველ გუნდში გადამიყვანა, სადაც შესვენებამდე ერთი მატჩი ჩავატარე.
- ანუ, მწვრთნელობაზე დროებით თავი შეიკავეთ?

- მთავარ გუნდში დაბრუნებამ გეგმები მთლიანად შემიცვალა - შარშან თუ მწვრთნელობაზე ვფიქრობდი, ახლა ისევ ფეხბურთზე ვფიქრობ, თანაც ვგრძნობ, რომ კიდევ შემიძლია თამაში და, რაც მთავარია, მწვრთნელის ნდობა მაქვს.
- მთლიანად სამწვრთნელო საქმიანობაზე როდიდან გადაერთვებით?

- საქმიანობას უკვე ვიწყებდი და ჩემს მენეჯერთან ერთად ვეძებდი გუნდს, რომლის 19-წლამდელების ან უფრო ზედა ასაკის გუნდში ვიმუშავებდი, რადგან პრო-ლიცენზიაზე მსურს საბუთების შეტანა, საამისოდ კი მინიმუმ ერთი წელი 19-წლამდელებში ან უფროს ასაკში მუშაობაა საჭირო. ეს დრო შორს არ არის.
განაგრძეთ კითხვა
"ამას პირველად ვამბობ, "დინამოს" ხელმძღვანელობამ ულტიმატუმი წამიყენა" - ინტერვიუ გიორგი მერებაშვილთან

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.