ახალგაზრდები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ - ტერიტორიაზე პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული
სტუდენტებმა, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლეს.
ახალგაზრდები, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან “ქართული ოცნების” ოფისამდე მსვლელობით მივიდნენ.
ადგილზე მისულ სტუდენტებს პოლიციელების კორიდორი დახვდათ.
ახალგაზრდები სკანდირებენ: “არა რუსულ კანონს!”
აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს სთხოვეს, “ქართული ოცნების” ოფისთან” ახლოს გაატარონ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები.
ამასთან, მომიტინგეებმა “ქართული ოცნების” მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.
მანამდე აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.