არქივი20 აპრილი, 2024, 20:07
ახალგაზრდები პარლამენტთან საპროტესტო აქციას 21 აპრილსაც გამართავენ
საპროტესტო აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პარლამენტთან აქცია ხვალაც გაიმართება.
მათი განმარტებით, აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან კვლავ 19:00 საათზე ჩატარდება.
ორგანიზატორების თქმითვე, ისინი მსვლელობით სხვადასხვა ადგილებზე ხვალაც მივლენ, თუმცა, ლოკაციებს წინასწარ არ ასახელებენ.
ამ წუთებში აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ იმყოფებიან, მათ დღეს მსვლელობები დაასრულეს, თუმცა, აქცია გრძელდება.
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ისევ გადაკეტილია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.