ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ახალგაზრდები გმირთა მოედანზე მივიდნენ და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

“გვჯერა, რომ საქართველო ჭეშმარიტად აღდგება” – ახალგაზრდებმა გმირთა მემორიალთან ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. შეკრების ინიციატორი თავისუფალი საზოგადოებაა.
ახალგაზრდებმა გმირთა მოედანზე შეკრება 20:00 საათიდან დაიწყეს. მათ ტერიტორია ყვავილებით შეამკეს.
აქტივისტების თქმით, ხვალიდან კვლავ გაგრძელდება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები იქამდე, სანამ ოცნება კანონს არ გაიწვევს.
“ველოდებით ხალხს, რათა პატივი მიაგონ გმირთა მემორიალზე და ხვალიდან დაიწყება უწყვეტი აქციები. იქნება იქამდე, სანამ არ გაიწვევენ რუსულ კანონს” – ამბობს აქტივისტი დათუნა დანელია.
წყარო – ფორმულა

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.