ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ახალგაზრდების რეაქცია რუსეთის უზენაეს სასამართლოსთან: „სირცხვილი! სირცხვილი!“ (ვიდეო)

ახალგაზრდების რეაქცია რუსეთის უზენაეს სასამართლოსთან: „სირცხვილი! სირცხვილი!“ (ვიდეო)

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის ოპოზიციური პარტია Яблоко-ს (“ვაშლი”) რეგისტრაცია გააუქმა მას შემდეგ, რაც პროკრემლისტურმა პარტია Родина-მ მათი დისკვალიფიკაციის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

სასამართლო სხდომაზე რუსეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ოპოზიციური პარტიის რეგისტრაციის მოხსნას მხარი დაუჭირა. პროკურორის განცხადებით, Родина-ს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად “საფუძველი არსებობდა”. მისივე თქმით, პარტია Яблоко-მ ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონები დაარღვია.

Родина-ს სარჩელს ასევე მხარს უჭერდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისია და რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალური სამსახურიც (Росфинмониторинг).

როსფინმონიტორინგის წარმომადგენელმა სხდომაზე განაცხადა, რომ Яблоко-ს ფედერალურ სიასა და პარტიის კონტრაქტორებს შორის იყვნენ ისეთი პირები, რომელთა ანგარიშებზეც დაფინანსება უცხოური წყაროებიდან შემოდიოდა.

თუმცა, ოპოზიციური პარტიის ადვოკატმა განაცხადა, რომ პარტია უცხოური წყაროებიდან თანხებს არ იღებდა. მისი თქმით, დაფინანსება რუსეთის მოქალაქეებისგან შემოდიოდა, რომლებიც, თავის მხრივ, თანხას უცხოეთიდან იღებდნენ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.