ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ მუსლიმ თანამემამულეებს რამადან ბაირამი მიულოცა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ მუსლიმ თანამემამულეებს რამადან ბაირამი მიულოცა და მათ მშვიდობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
მისი განცხადებით, საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა ტოლერანტობით, სხვადასხვა აღმსარებლობისადმი უდიდესი პატივისცემითა და შემწყნარებლობით.
„ჩვენი ქვეყნის ყველა მუსლიმ მოქალაქეს გილოცავთ რამადან ბაირამს!
გისურვებთ მშვიდობას, სულიერ სიმტკიცეს, სიხარულს, ერთმანეთის სიყვარულს, წინსვლასა და კეთილდღეობას“,- აღნიშნა დავით გაბაიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.