ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის შემადგენლობაში ცვლილება განიხილეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის შემადგენლობაში ცვლილება განიხილეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, მომხსენებლის, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვლადიმერ მგალობლიშვილის განცხადებით, ცვლილება უმაღლესი საბჭოს წევრის, გიორგი კირთაძის მიერ, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას უკავშირდება.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შესაბამისი განცხადება კომიტეტში 2024 წლის 21 მარტს შევიდა.
„ამიერიდან, გიორგი კირთაძე, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტში დამოუკიდებელი წევრის სტატუსით გააგრძელებს მუშაობას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კვოტას კი, გია აბულაძე შეავსებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.