აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი – „გასტრო ბათუმზე“ სპიკერებად ბელგიელი, ფრანგი, ლატვიელი და თურქი შეფები არიან მოწვეულები

ს პირველ საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმში – „გასტრო ბათუმი“ მონაწილეობას მიიღებენ მიშლენის ვარკვლავის მქონე რესტორნების შეფები საფრანგეთიდან, ბელგიიდან და ლატვიიდან,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, მათთან ერთად ადგილობრივი მზარეულებისა და გასტრონომიულ ტურიზმში დასაქმებული პირებისთვის მასტერკლასებს თურქი და ქართველი შეფები ჩაატარებენ.
„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გასტრო ფორუმს რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და აჭარული კერძების სარესტრონო ქსელებში დანერგვის მიზნით ატარებს.
წელს, „გასტრო ბათუმის“ მთავარი სპიკერები მიშლენის ვარკვლავის მფლობელი რესტორნების შეფები და რესტორატორებია. მათ შორისაა საფრანგეთის კულინარიისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის უმაღლესი სკოლის „FERRANDI Paris“ შეფ ინსტრუქტორი სტეფან იაკიჩი, ამავე სკოლის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი ნიკოლოს კალიარდი, საფრანგეთის კულინარიის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (2015-2019 წლებში) და ბელგიის რესტორანთა ასოციაციის პრეზიდენტი (2015-2019 წლები) რონალდ დებუსტი, ბრიტანეთსა და საფრანგეთში ორ-სამ მიშლენის ვარკვლავის მფლობელი რესტორნების შეფ-მზარეული არტურ ლინკევიჩი. ფორუმზე სპიკერებად ასევე მოწვეულების არიან PALOMA finesse hotels“ აღმასრულებელი შეფი, ილჰან ონაი თურქეთიდან, ქართველი შეფები და რესტორატორები გიორგი ნინუა, გურამ ბაღდოშვილი და გასტრონომიის მკვლევარი, ექსპერტი დალილა ცატავა.
მოწვეული შეფები და რესტორატორები ადგილობრივი შეფ-მზარეულებისთვის ჩაატარებენ ხორცის, თევზისა და სანელებლების მომზადების მასტერკლასებს, ასევე ისაუბრებენ გასტრონომიული ტურიზმის ტენდენციებსა და გამოწვევებზე. ფორუმის ფარგლებში იგეგმება ვიდეორეცეპტების მომზადებაც. მათი ნახვა მსურველებს serviceajara.ge-ზე შეეძლებათ. ფორუმზე დასწრება ადგილობრივ შეფებს, მზარეულებს, რესტორატორებს და ზოგადად, გასტრონომიულ ტურიზმში ჩართულ პირებს შეუძლია. დასწრება უფასოა და მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია დეპარტამენტის სერვისის განვითარების ვებ-გვერდზე https://serviceajara.ge/Trainings/1/ უნდა გაიარონ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი