აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აშშ-ში საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ქვეყნისა და რეგიონის პოზიციონირების მიზნით აშშ-ში საერთაშორისო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. ნიუ იორკის ტურისტულ გამოფენასა „Adventure and Travel Show” და საერთაშორისო ღონისძიებაზე „IMM NORTH AMERICA 2025“ დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და სხვა ქართულ კომპანიებთან ერთად იყო წარმოდგენილი. ღონისძიებების ფარგლებში დეპარტამენტის მენეჯმენტმა 40-მდე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა რეიტინგული მედია საშუალებების, ტურისტული კომპანიების, ასოციაციების, სარეკლამო და ივენთ კომპანიების წარმომადგენლებთან და ბლოგერებთან.
International Media Marketplace წამყვანი გლობალური ქსელური ღონისძიებაა, რომელიც ტურისტულ ინდუსტრიას გავლენიან და ცნობილ რედაქტორებთან, ჟურნალისტებთან, მაუწყებლებთან და ბლოგერებთან აკავშირებს. ღონისძიების მსვლელობისას დეპარტამენტის მენეჯმენტმა 25-ზე მეტ სამოგზაურო ბლოგერთან და ჟურნალისტთან საუბრისას, აჭარის და ზოგადად, საქართველოს პოზიციონირების გზები, მედიატურებისა და ინფოტრების ორგანიზების შესაძლებლობები განიხილა. ნიუ იორკის ტურისტულ გამოფენაზე “Adventure and Travel Show” კი წელს მთელი მსოფლიოდან 550-ზე მეტი ტურისტული მიმართულება, კომპანია, საკრუიზო ხაზი და ტურისტული პროვაიდერი მონაწილეობდა. გამოფენაზე საქართველოს წელს მეორედ იყო წარმოდგენილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს