აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს

აჭარის მუნიციპალიტეტებში კვლავ ძლიერი თოვაა. ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში 1 მეტრია, – ამის შესახებ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ.
მათი ინფორმაციით, გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. მათივე ცნობით, რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება.
„ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში 1,50 მეტრს აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში 60-70 სმ-ია.
დეპარტამენტის ყველა სპეცტექნიკა მობილიზებულია და უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს ცენტრებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზების გაწმენდას.
მძღოლებს მოვუწოდებთ, საჭიროების შემთხვევაში გამართული მაღალი გამავლობის ავტომობილებით იმოძრაონ”, – აცხადებენ უწყებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – „ქართული ოცნება“ ეცდება, ყველა მხარე რაღაც პროცესში შეიტყუოს, აჩვენოს, თითქოს ნაბიჯებს დგამს, თუმცა ეს იქნება სიმულაცია – როგორც ჩანს, ირანის მიმართ ვალდებულებები აქვს აღებული, მისი „გადაგდება“ ასე მარტივი არ არის