აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად გიორგი ბუხრაშვილი დაინიშნა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად გიორგი ბუხრაშვილი დაინიშნა. მან გრიგოლ ბესელია შეცვალა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
ბუხრაშვილი მანამდე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.
“ტვ პირველი” 2021 წელს წერდა, რომ გიორგი ბუხრაშვილი, იმჟამად ნაძალადევის პოლიციის უფროსი, მონაწილეობდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებაში. მათივე ცნობით, გიორგი ბუხრაშვილი უწყებაში ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის დროიდან მუშაობს.
შსს-ს პრესცენტრში ამბობენ, რომ ცვლილების საფუძველი როტაციაა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში, დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირების როტაციული წესით შეცვლა პერიოდულად ხორციელდება, რაც საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდას ისახავს მიზნად”, – განუცხადეს შსს-ს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!