ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აჭარის მთავრობის სახლის უკანა შესასვლელთან დამატებითი საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ

აჭარის მთავრობის სახლის უკანა შესასვლელთან დამატებითი საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ

აჭარის მთავრობის სახლის უკანა შესასვლელთან დამატებითი საპოლიცოო ძალები იმყოფებიან. საპროტესტო აქცია, აჭარის მთავრობის სახლთან გრძელდება.
აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ კარვები და აცხადებენ, რომ ამ ფორმით მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ.
მათივე თქმით, 19 დღეა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი საპატიმროში შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხეშია.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ელგუჯა ბაგრატიონი საპოლიციო ძალების თანამშრომლებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ ახალგაზრდებს გამოხატვის თავისუფლება არ შეუზღუდონ.
“20 ახალგაზრდა კარვებში არიან. როგორც ჩანს, მათ დარბევას გეგმავენ. რასაც სჩადიან, ამაზე ყველა პასუხს აგებს. ჩვენი არჩევანი ევროპაა, ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, ასევე გათავისუფლდნენ ტყვეები”,- აცხადებს ელგუჯა ბაგრატიონი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.