ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ „ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი უნდა დასრულდეს“, რადგან მათი თქმით, „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროპას საბოლოოდ აშორებს.
„ოცნებამ“ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხზე დაგვიწყო საუბარი. უკვე ცხადია საითაც მიჰყავთ პროცესები. ქვეყანაში ავტორიტარიზმია და უნდა ვებრძოლოთ. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი უნდა დასრულდეს“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეები 142-ე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.