არქივი15 მარტი, 2025, 21:24
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა.
მოქალაქეებმა მანამდე, ბათუმის უნივერსიტეტის შენობასთან შეიკრიბნენ და ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს შეძახილებით “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ხელახლა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, ასევე სოლიდარობას უცხადებენ, სხვადასხვა აქციის დროს დაკავებულ მოქალაქეებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.