აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა

აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც მეოთხე დღეა კარვებია გაშლილი, საპროტესტო აქცია განახლდა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, კარვების დაშლას არ აპირებენ, ვიდრე ხელისუფლება უკან არ დაიხევს. მათი მთავარი მოთხოვნაა, სასწრაფოდ დაინიშნოს საპარლამენტო .
“საქართველოში 5 ადამიანი შიმშილობს. მზია ამაღლობელი 23-ე დღეა, თემურ ქათამაძე მე-18 დღეა, ლაშა ჩხვიმიანი მე-6 დღეა, ლაშას დედა მე-4 დღეა, ისაკო დევიძე მე-3 დღეა. ხალხო, ადამიანები თავს სწირავენ თქვენი თავისუფლებისთვის, თქვენი ევროპული მომავლისთვის. ხელისუფლებაში არიან ჯალათები, ყველამ ნახეთ თბილისში, აქციის მსვლელობისას როგორ აკავებდნენ ადამიანებს, პირდაპირ ხდება წამება და არაადამიანური მოპყრობა, დაუშვებელია რეჟიმი ხელისუფლებაში დარჩეს”, – ამბობენ შეკრებილები.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…