არქივი24 ნოემბერი, 2025, 21:52
აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გრძელდება

აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გრძელდება. აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეები 362-ე დღეა იკრიბებიან. მათი განცხადებით, ქვეყანა კორუფციაში არის ჩაფლული, მოქალაქეები კი სიღარიბეში ცხოვრობენ. აქციის მონაწილეების თქმით, ტრადიციული პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.
„ქოცის“ მთავარი მიზანია, ამ ქვეყანას რა ავნოს. მოქალაქეების უფლებები დარღვეულია, კორუფცია და სრული უკანონობაა. საქართველო აუცილებლად გათავისუფლდება რუსული ხელისუფლებისგან“, - აცხადებენ შეკრებილები.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.