არქივი1 ოქტომბერი, 2025, 22:09
აჭარის მთავრობის სახლთან ადმინისტრაციული წესით ერთი პირი დააკავეს - არსებული ინფორმაციით, დაკავებული აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფას აყენებდა

აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი აქციის მონაწილეებთან მივიდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, რის გამოც ის სამართალდამცავებმა ადგილზევე დააკავეს.
ცნობისთვის, 300 დღეზე მეტია, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია ყოველდღე მიმდინარეობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.