აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურაზე სულხან თამაზაშვილი წარადგინეს

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სულხან თამაზაშვილის საქმიანობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე. გასული წლების განმავლობაში აჭარაში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი პროექტები და ამ საქმეს ღირსეული გაგრძელება სჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა გაწეული საქმიანობისთვის თორნიკე რიჟვაძეს მადლობა გადაუხადა.
„თორნიკე რიჟვაძე 7 წლის განმავლობაში ემსახურებოდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, ჩვენი ქვეყნის ამ უმნიშვნელოვანეს მხარეს. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა აჭარისთვის გასული წლების განმავლობაში, განხორციელდა უმნიშვნელოვანესი პროექტები, პროგრამები იმისათვის, რომ განვითარდეს ჩვენი ქვეყნის ეს უმნიშვნელოვანესი, ულამაზესი მხარე. რა თქმა უნდა, ამ საქმეს სჭირდება ღირსეული გაგრძელება.
ვფიქრობთ, წარმოგიდგენთ ძალიან ღირსეულ კანდიდატს, სულხან თამაზაშვილს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან სტრუქტურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, წლების მანძილზე ღირსეულად ემსახურებოდა ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ქვეყანას. ის არის აჭარელი, აჭარაში დაბადებული, გაზრდილი და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მისი საქმიანობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე. მას აქვს გამოცდილება, შესაბამისი უნარ-ჩვევები იმისთვის, რომ სათანადოდ წარმართოს თავისი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარებასთან. ბევრი გამოწვევაა ჩვენ წინაშე და დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოწვევებს სულხან თამაზაშვილი თავს საუკეთესოდ გაართმევს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის უმაღლეს საბჭოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად, საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის საფუძველზე, სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს

მამუკა მდინარაძე – 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, ამ ინფორმაციიდან ნახევარი უტყუარად დადასტურდა და ამოვიღეთ კიდეც იმავე ღამეს

მამუკა მდინარაძე – 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა, ინფორმაციის მიღებისთანავე მოხდა მყისიერი რეაგირება, მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს