აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორებმა, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ბათუმის სკოლა-ლიცეუმის მასტერკლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორებმა, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ბათუმის სკოლა-ლიცეუმის მასტერკლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროკურორებმა შეხვედრაზე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევ მიზეზებსა და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე ისაუბრეს.
„შეხვედრის ფარგლებში, ასევე, ხაზი გაესვა ნარკოტიკული დანაშაულის არსს და იმ სამართლებრივ პასუხისმგებლობას და სასჯელებს, რომლებიც ამ ტიპის დანაშაულზეა გათვალისწინებული.
შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და ისაუბრეს ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. ასევე, პროკურორებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება