ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ოჯახთან ერთად გერმანიაში გადავიდა. გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რიჟვაძეს ერთ თვალში მხედველობა დაკარგული აქვს და სავარაუდოდ, სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აირჩია საცხოვრებლად ევროპა. ცნობით, ის თურქეთიდან გაფრინდა ევროკავშირის ქვეყანაში.
მედიის ინფორმაციით, რიჟვაძესთან ერთად გერმანიაში გადავიდნენ მისი მეუღლე, შვილები და მშობლები.
ჟურნალისტებმა ასევე გადაამოწმეს რიჟვაძის შვილების სტატუსი ბათუმის მერვე საჯარო სკოლაში. დირექტორის თქმით, ბავშვები სკოლის ბაზაში კვლავ ირიცხებიან, თუმცა სასწავლო პროცესში არ მონაწილეობენ. მისივე განცხადებით, კანონით განსაზღვრული 30%-იანი გაცდენის ზღვარი მათ ჯერჯერობით არ ამოუწურავთ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.