არქივი25 აგვისტო, 2025, 14:11
აჭარაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, 10 ახალი სამაშველო საგუშაგო განლაგდა

„აჭარის რეგიონში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, მონიტორინგისა და უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით 10 ახალი სამაშველო საგუშაგო განლაგდა“ – ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
„აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს შავი ზღვის სანაპიროზე მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას, განსაკუთრებით საზღვაო სეზონის პერიოდში.დამატებითი საგუშაგოები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყლის ზედამხედველობის ეფექტიანობასა და შესაძლო საგანგებო შემთხვევებზე ოპერატიულ რეაგირებას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.