ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აჭარაში მცხოვრები კათოლიკეები შობას ბათუმის კათოლიკურ ეკლესიაში ზეიმობენ

აჭარაში მცხოვრები კათოლიკეები შობას ბათუმის კათოლიკურ ეკლესიაში ზეიმობენ

აჭარაში კათოლიკეები შობას აღნიშნავენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, პადრე გაბრიელე ბრაგანტინი უძღვებოდა საზეიმო მსახურებას ბათუმის სულიწმინდის სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში - აჭარაში მცხოვრები კათოლიკეები მაცხოვრის ხორციელად შობას აღნიშნავენ.
„ტაძარში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს, საქართველოს მთავრობისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით, შობა-ახალი წელი მიულოცა და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება უსურვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა აჭარაში, აბესალომ ასლანიძემ”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.