ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“აჭარაში არაფერი ხდებოდა ივანაშვილი ბიძინას და გომელაურის გარეშე! – ესაა მთავარი” – მუხიგულაშვილი

“აჭარაში არაფერი ხდებოდა ივანაშვილი ბიძინას და გომელაურის გარეშე! – ესაა მთავარი” – მუხიგულაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მუხიგულშვილი:
ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, აჭარაში ბიზნესი რა დღეში იყო და არის, ვიცი. წინააღმდეგობა და ხელშეშლა რიჟვაძეების მხრიდან, ხშირი იყო, ეს პირადად მაქვს გამოცდილი.
ვუყურებდი ჩემს განადგურებულ თავს, განადგურებულ ბიზნესმენებს და სიმართლე გითხრათ, მეც ბევრჯერ თუ არა, რამოდენიმეჯერ მაინც მქონდა წერილის დაწერის სურვილი.
საბოლოოდ, ახალი ცხოვრების დაწყება ვამჯობინე და მოვშორდი საქართველოს. ცილისწამების გამოო და 7 წლის განმავლობაში რიჟვაძეს არ აწუხებდა ცილისწამება და ეხლა აწუხებს ?
ცილისწამება ჩემზე რომ იყო – ეგ იყო თუ იყო, ათას სისულელეს აწერინებდა რიჟვაძის გარემოცვა ტროლებს ჩემზე.
არავის სჯერა რიჟვაძის ვითომ თვითმკვლელობის!
თორნიკე ბინძური ჩინოვნიკი კი იყო, მაგრამ მეც კი, ხმამაღლა ვიტყვი მამაა არაჩვეულებრივი და ის თავის შვილებს ვერ უღალატებდა! აჭარაში არაფერი ხდებოდა ივანაშვილი ბიძინას და გომელაურის გარეშე! – ესაა მთავარი! ამას რომ გავიაზრებთ, უკეთ დავინახავთ, რა ხდება, რის გამო, რატომ, ვინ იხეირა და ვისი პასუხისმგებლობაა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.