ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აჭარასა და შიდა ქართლში წიწვოვანი ხეების უკანონო მოპოვება-რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარასა და შიდა ქართლში წიწვოვანი ხეების უკანონო მოპოვება-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოქალაქემ სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე უკანონოდ მოიპოვა სოჭის სახეობის ხის ტოტები; ქარელის მუნიციპალიტეტში, მოქალაქე 15 ერთეული ნაძვის სახეობის ხე-მცენარის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა.
უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეები და ტოტები დაილუქა. წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კონტროლი გაამკაცრა.
წიწვოვნების უკანონო მოპოვებაზე, ასევე ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე მოქმედებს 500-იდან 2000 ლარამდე ჯარიმა, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობაც ემატება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.