ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“აცდენს” – პარლამენტი გახარიას პარტიის დეპუტატების უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტაზე იმსჯელებს

“აცდენს” – პარლამენტი გახარიას პარტიის დეპუტატების უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტაზე იმსჯელებს

„ქართული ოცნების“ პარლამენტი „გახარია – საქართველოსთვის“ დეპუტატების უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხზე მსჯელობას იწყებს.
დავით მათიკაშვილის განცხადებით, ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 30 ივნისს იმსჯელებს.
როგორც დღეს დავით მათიკაშვილმა თქვა, გახარიას პარტიის წევრები სხდომებს არასაპატიო მიზეზით აცდენენ, რაც რეგლამენტის დარღვევაა.
„დღემდე არსებული ინფორმაციით, ისინი სხდომებს არასაპატიო მიზეზით აცდენენ, რაც დარღვევაა პარლამენტის რეგლამენტის, თუმცა არასწორი ინფორმაცია რომ არ გაჟღერდეს, კიდევ ერთხელ შემოწმდება ჩვენი კომიტეტის მიერ, შემოწმდება 12-ვე დეპუტატი, რამდენად არის მათი მხრიდან დარღვეული რეგლამენტი და მომზადდება დასკვნა.
სავარაუდოდ, ორშაბათს გვექნება ამ საკითხზე კომიტეტი და გთხოვთ დასწრებას. იქ უკვე ვიმსჯელებთ დანარჩენ საკითხზე, იმისდა მიხედვით, რა მოკვლევის შედეგები გვექნება, წინასწარ ამ საკითხზე არ ვისაუბრებ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგებით, „ოცნების“ პარლამენტში გახარიას პარტიიდან 12 წევრი მოხვდა. “გახარია საქართველოსთვის” საპარლამენტო სიის გაუქმების მოთხოვნით ცესკოსთვის არ მიუმართავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.