ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფებს 104%-მდე ზრდის

აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფებს 104%-მდე ზრდის

აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფებს 104%-მდე გაზრდის. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.
ლევიტის თქმით, რადგან ჩინეთმა უარი განაცხადა საკუთარი საპასუხო ტარიფების გაუქმებაზე, მის წინააღმდეგ სატარიფო განაკვეთი 50%-ით გაიზრდება - 54%-დან 104%-მდე.
აღნიშნული განაკვეთით ტარიფები ჩინეთს სამშაბათიდან, 9 აპრილიდან, ჩამოერთმევა და ეს ნიშნავს, რომ აშშ-ში ჩინეთიდან იმპორტირებულ ყველა საქონელზე მინიმუმ 104%-იანი სატარიფო განაკვეთი იმოქმედებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.