აშშ-ში 16 წლის ქართველი გოგო გაუჩინარდა

აშშ-ში 16 წლის ქართველი გოგო გაუჩინარდა
აშშ-ში ოჯახი 16 წლის ქეთი მაყაშვილს ეძებს. ამის შესახებ მიმართვას სოციალურ ქსელში მისი დედა ელენე ბერიძე ავრცელებს.
“მეგობრებო! ეს ჩემი შვილი ქეთი მაყაშვილია 16 წლის. ქეთი გუშინ დილით 10:20 წუთზე სახლიდან გავიდა სპორტ დარბაზში. ამ დროიდან ტელეფონი გათიშული აქვს, სპორტ დარბაზში არ მისულა, არცერთმა მეგობარმა არაფერი იცის. გთხოვთ იქნებ ვინმეს შეგხვდეთ, ან რამეს მოკრათ ყური, ყველა დეტალი მნიშვნელოვანია. ჩართულია პოლიცია, ფოტოები გამოკრულია ყველგან. გააზიარეთ პოსტი ყველას გთხოვთ”, – აღნიშნულია მიმართვაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სტეფანე: ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად. ყველა ვინც ამ პროპაგანდაში მონაწილეობთ, მნიშვნელობა არ აქვს პროფესიას. მაგ პროპაგანდისტულ არხებზე, წამყვანი იქნება, პროდიუსერი, მუსიკოსი თუ სხვა… ყველას თქვენი წვლილი გაქვთ ამ ყველაფერში