აშშ-ში ღიად ტრანსგენდერი ქალი პირველად აირჩიეს წარმომადგენელთა პალატაში

აშშ-ში ღიად ტრანსგენდერი ქალი პირველად აირჩიეს წარმომადგენელთა პალატაში – პარლამენტის ქვედა პალატაში. 5 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა დელავერის შტატის სენატის წევრმა, 34 წლის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან, სარა მაკბრაიდმა.
მაკბრაიდი ლგბტ+ თემის ცნობილი აქტივისტია, მან 2011 წელს შეასრულა „ქამინგ-აუთი“. 2020 წელს ის შტატის პარლამენტში აირჩიეს. ის მონაწილეობდა ანაზღაურებული ოჯახური და სამედიცინო შვებულების შესახებ კანონის შექმნაზე და გადაწყვეტილი აქვს, ანალოგიურ კანონმდებლობაზე იმუშაოს ფედერალურ დონეზე, იტყობინება TIME-ი.
Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მაკბრაიდმა განაცხადა, რომ ახარებს გამარჯვება, მაგრამ სამუშაო საკითხებზეა კონცენტრირებული. ადრე დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზზე მან თქვა, რომ არჩევნებში მონაწილეობს „არა ისტორიაში მოსახვედრად, არამედ დელავერებისთვის ისტორიული პროგრესის მისაღწევად“.
არჩევნებში მან დაამარცხა რესპუბლიკელი ბიზნესმენი ჯონ უოლენი III. ხმების 99 პროცენტის დათვლის შემდეგ ის მნიშვნელოვნად უსწრებს მეტოქეს – 57,7 პროცენტით 42,3-ის წინააღმდეგ.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნებისა და სენატის არჩევნების პარალელურად გაიმართა. საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა. სენატში რესპუბლიკურმა პარტიამ მოახერხა უმრავლესობის მოპოვება. წინასწარი მონაცემებით, მათ 52 ადგილი აქვთ, უმრავლესობისთვის მინიმუმ 51 პროცენტია საჭირო. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის არჩევნების შედეგები ბუნდოვანია, ჯერჯერობით ორივე პარტიას აქვს უმრავლესობის მოპოვების შანსი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს