აშშ-ში სახლების გაყიდვის ბაზარი 30 წლის მინიმუმზეა – Associated Press

2023 წელს -ში საცხოვრებელი სახლის გაყიდვები შეადგენდა 4,09 მილიონ ერთეულს, რაც 18,7%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით. ეს არის ყველაზე რთული წელი საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვისთვის 1995 წლიდან. ამის შესახებ Associated Press იუწყება.
როგორც აღინიშნა, საბინაო ბაზარმა მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა. მთავარ მიზეზებს შორისაა: ბაზარზე რეკორდული მაღალი ფასები, ძვირი იპოთეკა და საცხოვრებლის დაბალი მიწოდება.
ბინების საშუალო ფასი 1%-ით გაიზარდა გასული წლის განმავლობაში, თითქმის $390,000-მდე.
თავის მხრივ, 30-წლიანი იპოთეკის საშუალო განაკვეთი ოქტომბრის ბოლოს 7,79%-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2000 წლის ბოლოდან.
გარდა ამისა, დეკემბრის ბოლოს ბაზარზე მხოლოდ 1 მილიონი სახლი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ეს 4.2%-ით მეტია წინა წელთან შედარებით, ხელმისაწვდომი სახლების რაოდენობა გაცილებით დაბალია ისტორიულ საშუალო თვიურ 2.25 მილიონზე.
დაბალი იპოთეკური განაკვეთები გასული წლის ბოლოდან და პროგნოზები განაკვეთების შემდგომი შემცირების შესახებ ექსპერტებს უჩენს იმედებს, რომ სახლების გაყიდვები მოიმატებს და ბაზარი გამოჯანმრთელებას დაიწყებს.

ასევე დაგაინტერესებთ