ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ში მიაჩნიათ, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომში $211 მილიარდი დახარჯა - Reuters

რუსეთმა უკრაინასთან ომში 211 მილიარდი დოლარი დახარჯა. ამის შესახებ Reuters-ის კორესპონდენტი იდრის ალი X (Twitter)-ზე წერს, ამერიკელ ინკოგნიტო ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
„რუსეთმა სავარაუდოდ 211 მილიარდ დოლარამდე დახარჯა უკრაინაში ჯარების აღჭურვაზე, განლაგებასა და შენარჩუნებაზე“, - წერს კორესპონდენტი.
გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციამ 10 მილიარდი დოლარი დაკარგა თავისი იარაღის გაყიდვის გაუქმების გამო.
როგორც ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, შეჭრის დაწყებიდან დღემდე 315 ათასი რუსი ოკუპანტი დაიჭრა ან დაიღუპა. ხოლო 2022 წლის თებერვლიდან უკრაინულმა ჯარებმა გაანადგურეს ან დააზიანეს რუსული საზღვაო ძალების მინიმუმ 20 საშუალო და დიდი ხომალდი და რუსული დროშის ქვეშ მცურავი ერთი ტანკერი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფინანსთა სამინისტრო 2024 წელს 32,5 ტრილიონ რუბლ (254 მილიარდი დოლარი) სამხედრო ხარჯებს პროგნოზირებს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.