ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ში მექსიკის საზღვართან ვერტმფრენი ჩამოვარდა, 3 ადამიანი დაიღუპა, 1 მძიმედ დაშავდა

აშშ-ში, ტეხასის შტატში, მექსიკის საზღვართან ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ეროვნული გვარდიის ორი წევრი და სასაზღვრო პოლიციის ერთი აგენტი. ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
მოსამართლე ელოი ვერამ თქვა, რომ ვერტმფრენზე სამი მამაკაცი და ერთი ქალი იმყოფებოდა. ვერტმფრენი მექსიკიდან აშშ-ში საზღვრის არალეგალურად გადამკვეთებს მეთვალყურეობდა, როცა ღია ველზე ჩამოვარდა.
ჩრდილოეთის გაერთიანებული ძალების (JTF North) სპიკერის, მაიორ რაიან ვიეჟბიცკის თქმით, UH-72 Lakota მოდელის ვერტმფრენი რიო გრანდესთან საზღვრის დასაცავად ოპერაციას ატარებდა. მანვე დაამატა, რომ ჩამოვარდნის დროს ადგილზე მყოფთაგან არავინ დაშავებულა.
ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.