ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ში ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი კი შემცირდა - რას ვყიდით და ვყიდულობთ?

2024 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველო-აშშ-ის ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ $480 მილიონი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით, ანუ 118 მილიონი დოლარით ნაკლებია.
ქვეყნებს შორის ვაჭრობაში ძირითადი წილი იმპორტს უკავია, რომელიც ოთხ თვეში 23.2%-ით 445 მილიონ 468 ათას დოლარამდე შემცირდა და ამერიკამ უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების ათეულში 9.3%-ით მესამე ადგილი დაიკავა.
საქსტატის ანგარიშის მიხედვით, კლების მთავარი მიზეზი ავტომობილების იმპორტის შემცირებაა. წელს საქართველო-აშშ-ის ორმხრივ სავაჭრო ბრუნვაში მსუბუქ ავტომობილებზე 85% მოდის.
საქართველოს საიმპორტო საქონელი აშშ-დან 2024 წლის იანვარ-აპრილში:
· მსუბუქი ავტომობილები - 407 მილიონი დოლარი;
· დანარჩენი საქონელი - 5.9 მილიონი დოლარი;
· თხილი და სხვა კაკალი - 4 მილიონი დოლარი;
· კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი - 2.2 მილიონი დოლარი;
· მოტოციკლები და ველოსიპედები, ეტლით ან მის გარეშე; ეტლები - 1.9 მილიონი დოლარი.
რაც შეეხება აშშ-ში საქართველოს ექსპორტს, ის წელს 87%-ით გაიზარდა და 34.2 მილიონი დოლარი შეადგინა. აშშ-ში ექსპორტის მატება დაკავშირებულია ფეროშენადნობების ექსპორტთან, რომლის ექსპორტიც წინა წელთან შედარებით 116%-ით გაიზარდა და 19.6 მილიონი დოლარი შეადგინა.
რა საქონელი გაიტანა საქართველომ აშშ-ში 2024 წლის იანვარ-აპრილში:
· ფეროშენადნობები - 19.6 მილიონი დოლარი;
· მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 2.2 მილიონი დოლარი;
· ყურძნის ნატურალური ღვინოები - 2.1 მილიონი დოლარი;
· ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 2 მილიონი დოლარი;
· წყალბადი, ინერტული აირები და სხვა არალითონები - 1.8 მილიონი დოლარი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.