-ში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც КГБ-სთან თანამშრომლობა აქვს აღიარებული

აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხედ იქნა მიჩნეული, მისი კრიმინალური წარსულის შესწავლის საფუძველზე.
შუა ხნის კაცი, რომელიც საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურმა (ICE) 19 ივნისს ბრუკლინში დააკავა, -ში 2023 წელს ჩავიდა, თუმცა ამერიკაში ჩასვლამდე უკვე ჰქონდა კრიმინალური ისტორია. აშშ-ში ჩასვლის შემდეგ კი იგი კიდევ ორჯერ დააკავეს 2024 წლის თებერვალში – ერთხელ წვრილმანი ქურდობისთვის და ერთხელაც მოპარული ნივთების ფლობისთვის.
სოციალურ ქსელებში სახელმწიფო უწყების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დაკავებული საქართველოს მოქალაქე წარსულში კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერი იყო და 25-წლიანი სასჯელისთვის ციხეში 9 წელი აქვს გატარებული. ამასთან, მას წარსულში ბრალი ჰქონდა წაყენებული თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანისთვის.
დეპარტამენტი ასევე ხაზს უსვამს, რომ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს აღიარებული აქვს რუსულ КГБ-სთან თანამშრომლობა.
დაკავების ამსახველ და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ფოტოებში აქცენტი კეთდება მის სვირინგზე, რომელზეც პისტოლეტია გამოსახული.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – გვექნება შეჯიბრი არა ასაკით, არამედ საქმით! – პარტიაში იყო „საბოტაჟნიკების“ ჯგუფი, რომელმაც შემდეგ პოლიტიკური ძალა საბანკო ოლიგარქიასთან ერთად შექმნა, ახლა ინსტრუმენტებს კეთილსინდისიერ ადამიანებს მივცემთ!

ზურაბ ჯაფარიძე – ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო „ოცნებას“, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ – როგორც ადვოკატები მეუბნებიან, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე განაჩენი მალე დადგება, აგვისტოს არ გადასცდება