აშშ უკრაინის ენერგეტიკული სისტემის გასაძლიერებლად დამატებით 500 მილიონ დოლარს გამოყოფს

შეერთებული შტატები უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობის გასაძლიერებლად კიდევ 500 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ენერგეტიკული რესურსების საკითხებში, ჯეფრი პიატმა განაცხადა.
“შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოყო 520 მილიონ დოლარზე მეტი უკრაინის ენერგეტიკის სექტორის დასახმარებლად. ვიცით, რომ კიდევ 500 მილიონი აშშ დოლარი გზაშია. ვლადიმერ პუტინი ცდილობდა იარაღად გამოეყენებინა ზამთრის სიცივე და იარაღად გამოეყენებინა ზამთარი უკრაინელი ხალხის ნების დასარღვევად. დარწმუნებული ვარ, ის მარცხს განიცდის“, – აღნიშნა ჯეფრი პიატმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები მუშაობს უკრაინის მთავრობასთან, რათა განავითარონ დეცენტრალიზებული ენერგეტიკული სისტემა, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული ევროპასთან – უფრო მდგრადი და ბევრად უფრო ეკოლოგიურად სუფთა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჯივიპი” – რუსთაველის გამზირზე კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელმა ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია, გადაბრუნდა ავტომანქანა – თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული, ეს არის ფაქტები და დანარჩენი სამარცხვინო სპეკულაციებია

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…